ახალი ამბები
ინტერაქტიული კლას-საათი ნარკომანიასთან დაკავშირებულ თემატიკაზე 19.02.2024

2024 წლის 19 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინტერაქტიული კლას-საათი ნარკომანიასთან დაკავშირებულ თემატიკაზე.
საინფორმაციო შეხვედრა EBSCO-explora- ის გამოყენებასთან დაკავშირებით 16.02.2024

2024 წლის 16 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა EBSCO-explora- ის გამოყენებასთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის XI-XII კლასის მოსწავლეები და პედაგოგები.
შეხვედრაზე ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს გააცნო ამ ბაზაზე თავისუფალი წვდომის პირობები და შესაძლებლობები.
დებატები თემაზე: "ადამიანის სოციალური უფლებები და მისი ადგილი საქართველოს კონსტიტუციაში" 15.02.2024

2024 წლის 15 თებერვალს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში, სასკოლო პროექტის ფარგლებში გაიმართა X/XI კლასის მოსწავლეთა დებატები თემაზე: "ადამიანის სოციალური უფლებები და მისი ადგილი საქართველოს კონსტიტუციაში".
ღონისძიება განხორციელდა პროექტის მასწავლებლის სოფიო ნემსაძის ინიციატივით.
საინფორმაციო შეხვედრა

2024 წლის 16 თებერვალს, 11 საათზე, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში გაიმართება EBSCO-ს სასკოლო ბაზების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც განკუთვნილია მე-12 კლასელებისათვის და მასწავლებლებისთვის. EBSCO-ს ბაზებზე თავისუფალ წვდომას გვთავაზობს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
საჯარო ლექცია თემაზე: ,,დავითობა“ 08.02.2024

2024 წლის 8 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ,,დავითობა“.
ლიცეუმის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია დავითის ეპოქაზე, ასევე მის მიერ ჩატარებულ რეფორმებზე.
მოსწავლეები ასევე იმყოფებოდნენ ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, სადაც მოისმინეს ისტორიკოს, პროფესორ, ოთარ გოგოლიშვილის საჯარო ლექცია, თემაზე ,,ძლევამოსილი დავითი“.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენათა












