
6 ივნისს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეები მოხალისეობრივ პროექტში ჩაერთნენ, რომელიც "სტუდფესტი 2024"-ის ფარგლებში,
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.
პროექტი „მომავლის ტალღა - აჩუქე ზღვას ახალი სიცოცხლე“, რომელიც ბნსუ-ს სტუდენტებმა წარადგინეს, სანაპირო ზოლის დასუფთავებასა და ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ კამპანიას მოიცავდა.
სტუდფესტი / Studfest 2024 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება.












