2025 წლის 18 მარტს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეები, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ, სადაც გაიმართა საჯარო ლექციათემაზე:„ნობელების პირველი ვერტიკალურად ინტეგრირებული ნავთობკომპანია“.
ლექციის მსვლელობისას მოსწავლეებმა გაიგეს საინტერესო ფაქტები ნობელების ნავთობკომპანიისა და მისი როლის შესახებ ინდუსტრიული განვითარების პროცესში
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ინჟინერიული და საზღვაო პროფესიების პოპულარიზაციას, აგრეთვე ტექნოლოგიური მემკვიდრეობის უკეთ შეცნობას.












