2025 წლის 3-4 აპრილს, სსიპ აჭარის მუზეუმის წარმომადგენლებმა მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
აღნიშნული შეხვედრების მთავარი მიზანი იყო აჭარის მუზეუმებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მუზეუმების საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური ფოტოგამოფენა, რომელიც ახალგაზრდებს აძლევდა შესაძლებლობას თვალსაჩინოდ გაცნობოდნენ უნიკალურ ექსპონატებსა და არტეფაქტებს, რომლებიც აჭარის მუზეუმებში ინახება.
მოსწავლეების ჩართულობა მსგავს აქტივობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურული ღირებულებების გადაცემასა და ინტერესის გაღვივებაში.












