9 აპრილის კვირეულის ფარგლებში, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში საჯარო ლექცია ჩატარდა, თემაზე: ,,9 აპრილი და რამდენიმელიტერატურული ტექსტი”.
პრეზენტაცია მეათე კლასელმა ბექა გორგილაძემ გააკეთა, სადაცისაუბრა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაზე - „ორნი აქ-იქ“ და ოთარ ჭილაძის რომანზე ,,აველუმი“. აღინიშნა, რომ 9 აპრილის მთავარი სიმბოლო მაინც პოეზია იყო. მათ შორის, მთავარი ლექსი „ტიტები“, მორის ფოცხიშვილს ეკუთვნის, რომლის საფუძველზეც დაიწერა სიმღერა და იმ დღის სიმბოლოდ იქცა.
ღონისძიება ჩატარდა ისტორიის მასწავლებლის, ნინო სამხარაძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მზევინარ წულუკიძის ხელმძღვანელობით.












