2026 წლის 10 სექტემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში, 2026 წლის გაზაფხულის მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის „ღია კარის დღე“ გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს შეხვდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის, ადმინისტრაციული პერსონალისა და დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სწავლის პროცესის შესახებ, დეტალურად გაეცნენ სასწავლო გარემოს თავისებურებებს, ლექციებისა და პრაქტიკული კურსების მიმდინარეობას. ხაზი გაესვა დასაქმების პერსპექტივებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც უნივერსიტეტი სტუდენტებს კარიერული განვითარების გზაზე სთავაზობს.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ მახინჯაურის საზღვაო სკოლის პერსონალის წარმომადგენელსა და პროფესიული განათლების მასწავლებლებს, პროფესიულ სტუდენტთა მომზადებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და სასწავლო პროცესის მხარდაჭერისთვის.












