2025 წლის 10 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს – „დავითობას“,მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციები ჩაატარეს.
მათ გააცოცხლეს მეფის დიდებული ღვაწლი, ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა და გამარჯვება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიდგორის ბრძოლას, რომელიც საქართველოს ძლიერების სიმბოლოდ იქცა. მოსწავლეების პრეზენტაციებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დავით აღმაშენებლის მნიშვნელობას ქვეყნის ისტორიაში.
აღნიშნული ღონისძიება ისტორიის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, ნინო სამხარაძისა და მზევინარ წულუკიძის ორგანიზებით ჩატარდა.













