მახინჯაურის საზღვაო სკოლის კულტურისა და სპორტის ცენტრი ემსახურება მოსწავლეთა ფიზიკური, შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარებას. ცენტრი ქმნის უსაფრთხო და მოტივირებულ გარემოს, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ როგორც სპორტულ, ისე კულტურულ აქტივობებში, განივითარონ გუნდური მუშაობის უნარები, დისციპლინა და ლიდერული თვისებები.
ცენტრის ინიციატივით ყოველწლიურად ხდება შემოქმედებითი ნიჭის მქონე მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, როგორც სპორტული, ასევე კულტურული მიმართულებით, რაც ხელს უწყობს მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას.
მოქმედი სპორტული სექციები
-
ფუტსალი
-
მაგიდის ჩოგბურთი
-
კალათბურთი
სპორტული სექციები მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, ფიზიკური მომზადების ამაღლებასა და მოსწავლეთა სპორტული უნარების განვითარებას.













