მახინჯაურის საზღვაო სკოლა მოსწავლეებსა და პროფესიულ სტუდენტებს სთავაზობს მათ საჭიროებაზე მორგებულ სერვისებსა და მექანიზმებს, როგორც სასწავლო პროცესის მხარდაჭერის, ისე ექსტრაკურიკულური აქტივობებისა და ღონისძიებების სახით. სკოლის მიერ შეთავაზებული ყველა სერვისი ხელს უწყობს მათ პიროვნული, პროფესიული, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი უნარების განვითარებას.
სკოლა მოსწავლეებსა და პროფესიულ სტუდენტებს სთავაზობს შემდეგს:
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
- პროფორიენტაცია და კონსულტირება
- კარიერული განვითარების ხელშეწყობა
- ადმინისტრაციული მხარდაჭერა
- სასწავლო პროცესში მხარდაჭერა
- ექსტრაკურიკულური აქტივობებისა და ინიციატივების მხარდაჭერა













