2025 წლის 26 დეკემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის ბიბლიოთეკამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება „წლის აქტიური მკითხველის დაჯილდოება“ ჩაატარა.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ ის მოსწავლეები და პროფესიული სტუდენტები, რომლებმაც წლის განმავლობაში მაღალი ინტერესი გამოავლინეს და აქტიურად სარგებლობდნენ ბიბლიოთეკის რესურსებით. წლის აქტიურ მკითხველებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.













