ახალი ამბები
სამეცნიერო პიკნიკი ბათუმში - „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“

მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი სამეცნიერო პიკნიკზე წარსდგა.
ღონისძიება სახელწოდებით „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა.
სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში
წიგნის პრეზენტაცია

2023 წლის 22 სექტემბერს, 13 საათზე, ბიბლიოთეკაში გაიმართება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორის, ვახტანგ ბაძაღუას ახალი სასწავლო რესურსის " მათემატიკა ელექტრიკოსებისათვის" პრეზენტაცია.
წიგნი მნიშვნელოვანი წყარო იქნება პროფესიული დეპარტამენტის სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის.
პრეზენტაციაზე დასწრება სავალდებულოა როგორც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული დეპარტამენტის, ასევე მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პერსონალისათვის.
შეხვედრა მწერალ დავით ტურაშვილთან

2023 წლის 28 სექტემბერს, 15 საათზე, ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა მწერალ დავით ტურაშვილთან. ამასთანავე მოხდება გამომცემლობა „ინტელექტის“მიერ გამოცემული ახალი მხატვრული ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა.
შეხვედრის ორგანიზატორი ლიცეუმის ბიბლიოთეკა და გამომცემლობა „ინტელექტია“.
შეხვედრა ლიცეუმის პროფესიულ სტუდენტებთან

2023 წლის 6 ივლისს, IFES-მა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმთან თანამშრომლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საუნივერსიტეტო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორებსა და სტუდენტებს გააცნო სხვადასხვა წლებში განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის საუკეთესო სტუდენტური პროექტები, რომელთა მიზანია საკუთარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, საარჩევნო და სამოქალაქო ჩართულობისთვის საჭირო კომპეტენციებისა და მოტივაციის ამაღლება. ამასთანავე, ღონისძიებაზე IFES-ის 2023 წლის კონკურსში
ბიბლუსის ლიტერატურული ტური

2023 წლის 18 ივლისს, ბათუმში ბიბლუსის ლიტერატურული ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც გიორგი კეკელიძემ საკუთარი წიგნის, „ ხვიჩა ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“ მკითხველებს წარუდგინა.
ავტორმა მოკლედ გადმოსცა წიგნის შინაარსი და წარმოაჩინა, რაოდენ დიდია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის– ხვიჩა კვარაცხელიას სახელი მსოფლიო სპორტში.













