ახალი ამბები
შეხვედრა ლიცეუმის პროფესიულ სტუდენტებთან

2023 წლის 6 ივლისს, IFES-მა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმთან თანამშრომლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საუნივერსიტეტო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორებსა და სტუდენტებს გააცნო სხვადასხვა წლებში განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის საუკეთესო სტუდენტური პროექტები, რომელთა მიზანია საკუთარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, საარჩევნო და სამოქალაქო ჩართულობისთვის საჭირო კომპეტენციებისა და მოტივაციის ამაღლება. ამასთანავე, ღონისძიებაზე IFES-ის 2023 წლის კონკურსში
ბიბლუსის ლიტერატურული ტური

2023 წლის 18 ივლისს, ბათუმში ბიბლუსის ლიტერატურული ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც გიორგი კეკელიძემ საკუთარი წიგნის, „ ხვიჩა ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“ მკითხველებს წარუდგინა.
ავტორმა მოკლედ გადმოსცა წიგნის შინაარსი და წარმოაჩინა, რაოდენ დიდია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის– ხვიჩა კვარაცხელიას სახელი მსოფლიო სპორტში.
” გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა"

2023 წლის 19 ივნისს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში პროფ. სტუდენტებისთვის გაიმართა სალექციო კურსის წარდგენა, სახელწოდებით "გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა", Marpol 73/78 კონვენციის გათვალისწინებით.
ავტორებმა, ნიკოლაი ლეშოკმა და ბორის კვიკვინიამ ხაზი გაუსვეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ინსტრუქციების და რეგულაციების ცოდნა გემზე მომუშავე
ექსკურსია სამეგრელოში 17.06.2023

2023 წლის 17 ივნისს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეები, პროფ.სტუდენტები ექსკურსიით იმყოფებოდნენ სამეგრელოში. მოსწავლეებმა, პროფ.სტუდენტებმა ლიცეუმის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს დადიანების სასახლე და ეწვივნენ ნოქალაქევის კომპლექსს, სადაც მოინახულეს ციხე-გოჯი, ასევე იმყოფებოდნენ მარტვილის კანიონზე. ექსკურსია მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის კულტურისა და სპორტის ცენტრისა და ბიბლიოთეკის მიერ იყო ორგანიზებული.
სასკოლო პროექტი "დაიცავი გარემო რათა დაგიცვას " 05.06.2023

"დაიცავი გარემო რათა დაგიცვას " - მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში სასკოლო პროექტი ამ სახელწოდებით 2023 წლის 5 ივნისს დასრულდა.
პროექტის ხელმძღვანელმა, ეთერ შავაძემ ლიცეუმის მოსწავლეებს/პროფესიულ სტუდენტებს და პედაგოგებს ერთწლიანი სასკოლო პროექტის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრის დასასრულს დაჯილდოვდნენ აქტიური მონაწილეები: მოსწავლეები, პედაგოგები და მხარდამჭერები, რომლებსაც სერტიფიკატები გადაეცათ.














