ახალი ამბები
კლას-საათი თემაზე: „ემოციების მართვა“
2025 წლის 29 აპრილს მახინჯაურის საზღვაო სკოლაში ჩატარდა კლას-საათი თემაზე: „ემოციების მართვა“.
მოსწავლეები გაეცნენ ემოციური ინტელექტის ძირეულ კომპონენტებს, ისწავლეს სტრესისა და აგრესიის მართვის გზები, პოზიტიური კომუნიკაციის მნიშვნელობა და ემოციური თვითცნობიერების საფუძვლები.
აქტივობების დახმარებით, მათ შეძლეს ემოციების იდენტიფიცირება, საკუთარი გამოცდილების გაზიარება და ემპათიის განვითარება.
კლას-საათმა ხელი
უილიამ შექსპირის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2025 წლის 24 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში უილიამ შექსპირის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს უილიამ შექსპირის ცხოვრების, შემოქმედებისა და მსოფლიო ლიტერატურაში მისი წვლილის შესახებ. გარდა ამისა, მათ წაიკითხეს შექსპირის სონეტები და საკუთარი ლიტერატურული მინიჭებებით პატივი მიაგეს დიდ ინგლისელ პოეტსა და დრამატურგს.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოენათა კათედრის ორგანიზებით გაიმართა.
დედამიწის კვირეული
2025 წლის 23 აპრილს, დედამიწის კვირეულის ფარგლებში, მახინჯაურის საზღვაოს კოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი პოსტერები და ნამუშევრები დედამიწის თემაზე.
გარდა ამისა, გეოგრაფიის მასწავლებელმა, სოფიო ნემსაძემ, მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია სახელწოდებით: „დედამიწა – ჩემისახლია“.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია.
წიგნის ჩუქების დღე
23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეა, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება როგორც ცოდნის, კულტურისა და გაზიარების დღესასწაული.
ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად, მახინჯაურის საზღვაო სკოლის ბიბლიოთეკის ინიციატივითა და ორგანიზებით, წიგნის ჩუქების ღონისძიება გაიმართა.
მსს-ის მოსწავლეებსა და პროფესიულ სტუდენტებს, საჩუქრად გადაეცათ ბიბლიოთეკის მიერ შერჩეული წიგნები.
ხეების დარგვის აქტივობა













