2025 წლის 17 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქართული ენისა და უცხო ენების ინტეგრირებილ კათედრაზე გაერთიანებული აქტივობები და კონფერენცია გაიმართა: „ქართული ენა როგორც თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა“ და ლიტერატურული სალონი - „ლექსი ერთი რამ არის ამ სოფლის საქმეში“.
ღონისძიებას, რომელშიც X-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ანჟელა ჯაყელი უძღვებოდა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ენის შესახებ მომზადებული საკონფერენციო თემები, ხოლო შემოქმედმა და პოეზიის მოყვარულმა მოსწავლეებმა წაიკითხეს, როგორც საკუთარი ასევე, მათთვის საყვარელი პოეტური შედევრები.
აღნიშნული აქტივობების მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ქართული ენის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ესთეტიკური უნარების განვითარებას.













