2025 წლის 9 დეკემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე მიდგომები მდგრადი საზღვაო ტურისტული დანიშნულების ადგილების იდენტიფიცირებისთვის – მარკეტინგის გამოყენება დანიშნულების მართვასა და მათი საზღვაო იდენტობის განსაზღვრაში“, რომელიც მონტენეგროს უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის პროფესორმა, სენკა ივოშევიჩმა ჩაატარა.
სტუმარმა სკოლის მოსწავლეებთან და პროფესიულ სტუდენტებთან ერთად იმსჯელა საზღვაო ტურიზმის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებზე, მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება საზღვაო იდენტობის გაძლიერება რეგიონული ტურისტული მიმართულებების წარმატებისათვის.













