2025 წლის 11 დეკემბერს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ჯგუფურ მუშაობაში. მათ შეადგინეს თემატური პრეზენტაციები და წარადგინეს მთასთან დაკავშირებული საინტერესო სლოგანები, წარმოადგინეს მხატვრული პეიზაჟები და პოსტერები, ასევე მოამზადეს პრეზენტაციები მსოფლიოსა და საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ. აქტივობების ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც, რომელმაც მონაწილეებს დამატებითი ცოდნა და შთაბეჭდილებები შესძინა და კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი მთის თემატიკის მიმართ.













