
2023 წლის 2 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმსა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
საგანმანათლებლო დაწესესებულებების ლექტორ-მასწავლებლებმა სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად, საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები წაიკითხეს.
ღონისძიება ლიცეუმის ბიბლიოთეკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ დაიგეგმა და მიზანს წიგნის კითხვის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
წელს საქართველო წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს უკვე მერვედ აღნიშნავს.
“იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- ამ სლოგანის ირგვლივ ყოველწლიურად, მსოფლიოს 100 ქვეყნიდან, 31 მილიონამდე ადამიანი ერთიანდება.













