
2023 წლის 10 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „ყველაზე ჭკვიანი“ .
ინტელექტუალურ თამაშში ლიცეუმის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი ჩატარდა სამ ტურად და მისი გამარჯვებული გახდა მე-11 კლასის მოსწავლე ანრი ვარშანიძე, რომელიც დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრით. თამაშის მონაწილეებს კი გადასცეს სიგელები.
ინტელექტუალურ თამაში ჩატარდა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ინტეგრირებული კათედრის ორგანიზებით და ხელმძღვანელობდა მათემატიკის მასწავლებელი ვახტანგ ბაძაღუა.
შეჯიბრის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა: გიული ბერიძემ, მარინა აბულაძემ და ნათელა ტაკიძემ.













