
2023 წლის 27 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ჩატარდა ლექცია-სემინარი სახელწოდებით, “ნავთობის მოპოვება ,გადამუშავება და მასთან დაკავშირებული გარემოს დაცვის საკითხები.“
ლექცია-სემინარი მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის საბუნებისმეტყველო და მათემატიკურ მეცნიერებათა ინტეგრირებული კათედრის წევრმა, ქიმიის მასწავლებელმა ეთერ შავაძემ ჩაატარა.
სემინარზე მოსწავლეები გაეცნენ და გაანალიზეს ნავთობის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და გამოყენებისას არსებული ეკოლოგიური რისკები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა იმსჯელეს აღნიშნული პრობლემის ირგვლივ.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა სასკოლო პროექტის გეგმის მიხედვით, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებითაა.













