
2023 წლის 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში პრეზენტაცია გაიმართა.
ლიცეუმის მოსწავლეებმა თარიღთან დაკავშირებით ნამუშევრები წარადგინეს.
ღონისძიება სახელწოდებით „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ საბუნებისმეტყველო და მათემატიკურ მეცნიერებათა ინტეგრირებული კათედრის ორგანიზებით გაიმართა.
21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. თარიღი საქართველოშიც აღნიშნება, ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა.













