2026 წლის 9 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო სკოლაში გაიმართა დავითობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია.
ლექციაზე განიხილეს საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებლის ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა, მის მიერ განხორციელებული სახელმწიფოებრივი რეფორმები, ასევე მისი სამხედრო და სულიერი ხედვა, რომელიც ეროვნული ერთიანობისა და ქვეყნის აღმავლობის საფუძვლად იქცა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დავით აღმაშენებლის პიროვნების აღქმას ქართულ ისტორიულ ცნობიერებაში, მის სიმბოლურ როლს და დავითობის დღესასწაულის მნიშვნელობას ეროვნული თვითმყოფადობისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების პროცესში.
ლექცია მიზნად ისახავდა ისტორიული ცოდნის გაზიარებას, ასევე ეროვნული ღირებულებების მნიშვნელობაზე დაფიქრებას. ღონისძიება ჩაატარეს ისტორიის მასწავლებელმა, ნინო სამხარაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მზევინარ წულუკიძემ.













