16 თებერვალს, მახინჯაურის საზღვაო სკოლის მე-11 კლასში ჩატარდა კლასის საათი თემაზე - კარიერისა და სამომავლო გეგმების დასახვა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საზღვაო სფეროში პროფესიული გზის გაცნობა და პრაქტიკული უნარების განვითარება.
კერძოდ, განხილულ იქნა:
საზღვაო კარიერის მიმართულებები და მნიშვნელობა (კარიერის ორიენტაცია, ინდუსტრიის მიმოხილვა, საზღვაო პროფესიები)
სწავლება, სერტიფიკაცია და პროფესიული ზრდა (STCW, ზღვაზე სტაჟი და დაწინაურება)
დასაქმების შესაძლებლობები და სამუშაო პირობები (დამსაქმებლის ტიპები, ანაზღაურების მოლოდინი, კონტრაქტები და როტაცია, ცხოვრება ზღვაზე, კარიერა ხმელეთზე
პროფესიისთვის საჭირო პიროვნული და ფიზიკური უნარები (საჭირო უნარები, ჯანმრთელობა და ფიტნესი)
კარიერის დაგეგმვა და თვითპრეზენტაცია (კარიერის დაგეგმვის სტრატეგია, რა არის CV, CV-ის სტრუქტურა — პირადი ინფორმაცია, განათლება, ენების ცოდნა)
სამუშაო გასაუბრება და ეფექტური კომუნიკაცია (რა არის გასაუბრება, როგორ მოვემზადოთ, სხეულის ენა და კომუნიკაცია)
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და გაეაზრებინათ პროფესიული მიზნები.













