დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 14 აპრილს სიმბოლური გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მახინჯაურის საზღვაო სკოლის მოსწავლეებმა, ილია ჭავჭავაძისა და დედაენის ძეგლებთან პატივი მიაგეს „ენის მცველთა“ ხსოვნას.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებასა და ისტორიული თარიღების მნიშვნელობის გააზრებას თანამედროვე კონტექსტში.













